"მედია წიგნიერება ინგლისური ენის გამოყენებით" - პროექტის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი რაჭა- ლეჩხუმის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობდა.
აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა პროექტის - "Media literacy through english language - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლაში მცირე გრანტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის და ამერიკის საელჩოს დაფინანსებით.
პროექტის შესახებ Firstnews.ge- თან უფრო დეტალურად ინგლისური ენის მასწავლებელმა ირმა ნოსელიძემ ისაუბრა:
"პროექტში ჩართული არიან მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები. კვირაში ერთხელ მოსწავლეები ესწრებიან მედიაწიგნიერების 2 საათიან სესიას, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მასალას. პროექტის განხორციელების სამიზნე ენა არის ინგლისური. პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორები არიან ივლიტა გოგუა (საინფორმაციო სააგენტო Firstnews.ge-ს დამფუძნებელი) და ლიზი კაპანაძე (Kakheri News Agency -ის ჟურნალისტი). პროექტის ფარგლებში განხორციელდა გასვლითი აქტივობა ქ. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგს მედიაწიგნიერებაზე, რომელიც თეონა ფურცხვანიძემ ჩაუტარა. ასევე, ტრენინგის მსვლელობისას მოსწავლეები ჩაერთვნენო სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებში. მე როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი დიდ მადლობას ვუხდი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს მასპინძლობისათვის, ივლიტა გოგუას ამ აქტივობის ორგანიზებისათვის და თეონა ფურცხვანიძეს არაჩვეულებრივი ტრენინგისათვის. ეს იყო დღე, რომელიც დიდი ხნით დარჩება, დადებით მოგონებად ჩემს მოსწავლეებს," - განაცხადა ირმა ნოსელიძემ.
აღნიშნული ტრენინგის შესახებ FirstNews.ge-ს ასევე, ტრენერი თეონა ფურცხვანიძე ესაუბრა:
"მედიაწიგნიერება ის თემაა, რომელიც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ახალგაზრდებში. ტრენინგი შეეხებოდა მეტად აქტუალურ საკითხს - პროპაგანდას, რომელიც მიზანმიმართული ქცევაა საზოგადოებაში კონკრეტული აზრის გასამყარებლად. ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც სურთ ძალაუფლების ფარულად დემონსტრირება და გავლენების გამყარება სხვადასხვა ქვეყნებში. ტრენინგი აქტიურ სამუშაო ფორმატში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმში, რის ირგვლივაც გაიმართა საინტერესო დისკუსია. შესრულდა ჯგუფური სავარჯიშოები და ენერჯაიზერები. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის არაფორმალური ხასიათის ტრენინგები ხელს უწყობს ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ანალიტიკური უნარების განვითარებას," - აღნიშნა თეონა ფურცხვანიძემ.
ტრენინგი მოსწავლეებისთვის სახალისო, მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა შეხვედრა სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული.
"ჩემთვის როგორც მოსწავლისთვის ტრენინგი იყო ძალიან სახალისო, მრავალფეროვანი და საინტერესო. ჩავერთეთ ისეთ აქტივობებში როგორიცაა ერთმანეთის უკეთ გაცნობა და ენერჯაიზერი. ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია პროპაგანდის შესახებ, ასევე, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ამ საკითხზე. ავიმაღლეთ ცნობიერება პროპაგანდის შესახებ. ფილმი იყო ძალიან დამაფიქრებელი და მოითხოვდა ჩვენი მხრიდან მოცემული სიუჟეტის სიღრმისეულ გაგება - გააზრებას. ყველა აქტივობა საინტერესო და ინფორმაციული იყო,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში თინათინ მამარდაშვილმა.
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“