ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
ძლიერმა წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა.
გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მოსახლეობის თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა და ავეჯი, ისინი დახმარებას ითხოვენ.
მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ოღასკურა, რამაც გამოიწვია პრობლემები, დაიტბორა ტერიტორიები და მომიჯნავე სახლები, ასევე წაიქცა ხე და შეფერხდა მოძრაობა. მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით დაიწყო შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოები, ამ დროისთვის პრობლემა თითქმის ყველა ლოკაციაზე მოხსნილია და სამუშაოები გრძელდება.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა