იოსებ ხახალეიშვილი ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ ქუთაისელ მოსწავლეებსა და მათი პედაგოგებს შეხვდა
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ ქუთაისელ მოსწავლეებსა და მათი პედაგოგებს შეხვდა.
ქალაქის მერმა მიღწეული წარმატებები მიულოცა ახალგაზრდებსა და მათ მადლობის სიგელები გადასცა. ისინი ასევე მიიღებენ ფულად ჯილდოსაც. იოსებ ხახალეიშვილმა პედაგოგთა საერთაშორისო ოლიმპიადაში „ IMPACT 2023” გამარჯვებული ქუთაისელი მასწავლებლებიც დააჯილდოვა.
„განათლების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ქუთაისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროგრამა გვაქვს. მათ შორის, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული ჩვენი მოსწავლეების წახალისება.
ამ ახალგაზრდებმა არაერთხელ ასახელს მშობლიური სკოლები და ქალაქი. დღეს მათ დამსახურებული ჯილდოები გადავეცით. ასეთი ყურადღება და მხარდაჭერა ერთგვარი სტიმული იქნება ყველა მოსწავლისთვის. ეს ახალგაზრდები ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის მომავალია და მათ ჩვენგან ყოველთვის ექნებათ თანადგომა.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი