ქუთაისში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა
ქუთაისში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა.
ბაგრატის ტაძრის ეზოში, ასსაფეხურიან კიბეზე და "შენგელია არენაზე" ქართული დროშა ჩოხოსნებმა, კადეტებმა და ფეხბურთელებმა გაშალეს.
ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების შერეულმა კამერულმა გუნდმა (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე) და ა(ა)იპ ქუთაისის სიმფონიურმა ორკესტრმა ( დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი) სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
ღონისძიებას, რომელიც ქუთაისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე ესწრებოდნენ.
"ქართული დროშის დღეს ვულოცავ ყველას , ვინც ერთგულად და ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას! ქართული დროშა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ეროვნული თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის და ერთიანობის უმთავრესი სიმბოლოა. დღეს ქუთაისში კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი საქართველოს სახელმწიფო დროშას. "- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სახელმწიფო დროშის დღე 20 წლის წინ დაარსდა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა