"საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი არის თარიღი, რომელმაც შეცვალა არსებული რეალობა"- ირაკლი შენგელია
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
დღეს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს პატივი მიაგეს.
"საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი არის თარიღი, რომელმაც შეცვალა არსებული რეალობა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში. ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ლტოლვამ, კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს ქართული სულისკვეთება და პატრიოტიზმი.
სიმბოლურია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს შევიკრიბეთ საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში და პატივი მივაგეთ საქართველოს დამოუიკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს.
შეუძლებელია პატივისცემით არ მოვიხსენიოთ თითოეული იმ ადამიანის ღვაწლი, რომელიც 9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე, შიშველი ხელებით იბრძოდნენ წითელარმიელების წინააღმდეგ.
ყველა ადამიანი, რომელიც იმ ღამეს ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე იდგა გმირია. ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა სულებს და დავიცვათ მათი სისხლით მოპოვებული სახელმწიფოებრიობა.
9 აპრილი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია იმითაც, რომ 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. საგანგებო სხდომაზე, მიღებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომლის საშუალებითაც აღდგა 1921 წელს, ქვეყნის გასაბჭოების შედეგად დაკარგული დამოუკიდებლობა",- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი