ქუთაისში, ხვალ სამოქალაქო სექტორი და მედია რუსულ კანონპროექტს გააპროტესტებს
“არა რუსულ კანონს”, – ამ დევიზით ქუთაისში, 12 აპრილს, 13:00 საათზე სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კოლონადებთან, ხვალ, ისინი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ მოსახლეობა რუსული კანონის მიღების წინააღმდეგია.
“საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. რუსული კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.
აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში მარშიც გაიმართება. დედაქალაქში მცხოვრებლები კი 15 აპრილს აქციას ისევ გეგმავენ.
“ქართული ოცნება” რუსული კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს.
სიახლეები
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
- 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- "არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია" - მიხეილ ყაველაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 დეკემბრისთვის