დავით ერემეიშვილი ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებსა და წარმომადგენლებს შეხვდა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძესთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებს და წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრებზე ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ სიახლეებზე. აღინიშნა, რომ მუნიციპალური სერვისები კიდევ უფრო მოქნილი, მარტივი და მოსახლეობაზე მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, მათ შორის, დები იშხნელების ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს.
სიახლეები
- "ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში" - შალვა პაპუაშვილი
- პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
- "მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც" - მიხეილ სააკაშვილი
- "უდანაშაულო ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი" - ნიკოლას მადურო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 იანვრისთვის