ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს აცხადებს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, პროექტის „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას შორის საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტს „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“.
პროექტის ზოგადი მიზანია ქუთაისის გადაქცევა კარგ საცხოვრებელ და საინვესტიციო ქალაქად. კონკრეტულად კი, ქუთაისის, იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში შესაძლებლობის შექმნა ქვეყნის ინტეგრირებულ ტერიტორიულ განვითარებაში წვლილის შესატანად.
პროექტი ეხმარება ქუთაისის მუნიციპალიტეტს შექმნას პირობები ქალაქში სოციალური ინკლუზიურობის, ბიზნესის განვითარებისა და შემოსავლის მისაღებად.
პროექტის აქტივობებს წარმოადგენს:
მოსახლეობის სოციალური აქტივიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის და დასაქმების შესაძლებლობების შესანარჩუნებლად მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერა;
ადგილობრივი პროდუქტების გადამუშავების, ტექნოლოგიების და სერვისების, აგრეთვე გასაღების ახალი არხების გამოსაყენებლად მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერა ;
ქალაქ ქუთაისისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და სერვისების აღსადგენად/შესანარჩუნებლად მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერა.
სამივე აქტივობის ფინანსური მხარდაჭერა გაიცემა კონკურსის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ 2024 წლის 09 სექტემბრიდან 2024 წლის 29 სექტემბრის 18 : 00 საათამდე.
ვრცლად კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე:
http://kutaisi.gov.ge/open_konkursebi/79
სიახლეები
- "როგორც ჩანს, ირაკლი ოქრუაშვილმა თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა იმყოფება ჩემს ახლოს საკანში"- მიხეილ სააკაშვილი
- როგორ ავარჩიოთ იდეალური ავოკადო
- "პუტინის სავარაუდო "მემკვიდრე" აქტიურად ერევა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას საქმეებში" - ვინ შეცვლის კრემლის ბინადარს?!
- ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ნოემბრისთვის