დავით ერემეიშვილი ქალთა რაგბის კლუბ ,,აიას" სპორტსმენებს შეხვდა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ქალთა რაგბის კლუბ ,,აიას" სპორტსმენებს შეხვდა.
დავით ერემეიშვილმა სპორტსმენებს სპეციალურად მათთვის თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით შეძენილი სპორტული ეკიპირება გადასცა და მათგან სამომავლო გეგმები მოისმინა. შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის ქალთა სარაგბო კლუბის პრეზიდენტი, საკრებულოს წევრი მაია სიმონიძე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გუნდი საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე ირლანდიაში გაიმართება.
სიახლეები
- ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე და შეფასებები - რა მნიშვნელობისაა დოკუმენტი
- გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 თებერვლისთვის
- “თუ ირანის რეჟიმი დაემხო, ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება” - ზურაბ ბატიაშვილი
- საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის