ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მეორე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მეორე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ქალაქის საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების აქტიური მოსწავლეებითა და სტუდენტებით არის წარმოდგენილი. საბჭოს 30-ვე წევრი კონკურსის წესით იქნა შერჩეული.
საბჭოს მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. პირველ სხდომაზე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ვახო აბაშიშვილი იქნა არჩეული.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი