ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს პროექტის „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში
ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს პროექტის „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში.
პროექტი გათვალისწინებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით.
პროექტის ზოგადი მიზანია ქუთაისის გადაქცევა კარგ საცხოვრებელ და საინვესტიციო ქალაქად. კონკრეტულად კი, ქუთაისის, იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში შესაძლებლობის შექმნა ქვეყნის ინტეგრირებულ ტერიტორიულ განვითარებაში წვლილის შესატანად.
პროექტი ეხმარება ქუთაისის მუნიციპალიტეტს, შექმნას პირობები ქალაქში სოციალური ინკლუზიურობის, ბიზნესის განვითარებისა და შემოსავლის მისაღებად.
პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია სამი სხვადასხვა აქტივობა და სამივეს ფინანსური მხარდაჭერა გაიცემა კონკურსის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ 2024 წლის 30 დეკემბრიდან 2025 წლის 31 იანვრის 18 : 00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..
ვრცლად კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე :
http://kutaisi.gov.ge/open_konkursebi/82
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი