იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა. სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკანიანმა ახალი მოადგილე თანამშრომლებს წარუდგინა და წარმატებები უსურვა.
მამუკა ხიმშიაშვილი კურატორობა გაუწევს: ქონების პრივატიზებისა და სასარგებლო წიაღისეულის საკითხებს, სახელმწიფო შესყიდვებს, უხელმძღვანელებს სატენდერო კომისიას, ასევე განესაზღვრა კოორდინაცია სამინისტროებთან და მათ რეგიონულ დაწესებულებებთან. გარდა ამისა, ჩაიბარა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება. მამუკა ხიმშიაშვილს საჯარო სექტორში ასევე, პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დღემდე ის იყო ქუთაისის მერის მოადგილე, 2023-2024 წლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, 2021-2023 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებში.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია