ქუთაისი მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს "თეატრალურ იმერეთს" მასპინძლობს
ქუთაისი მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს "თეატრალურ იმერეთს" მასპინძლობს.
ფესტივალის გახსნას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ფესტივალის წარმდგენები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის მერია, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.
საფესტივალო სპექტაკლებს წარმოადგენენ პროფესიული და სახალხო თეატრალური დასები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან.
საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით "იმერული რექვიემი“. ფესტივალი 2 ივლისს დაიხურება.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია