ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა
ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.
ღონისძიების გახსნას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონკურსი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება. საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ “არტ-ვირტუოზი”, სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ისაკაძე.
კონკურსში მონაწილეობენ სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე შემსრულებელი ახალგაზრდა მუსიკოსები საქართველოდან და უცხოეთიდან. მონაწილეებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები 27 ივნისს გამოვლინდებიან.

სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში