ხონში მომხდარ ავარიას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
ხონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდმა მოტოციკლის საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო