ქუთაისის ინფექციურ ცენტრს მთავრობა “ლჯ და კომპანიისგან” 8 მილიონ ლარად გამოისყიდის
მთავრობამ ქუთაისში მდებარე შპს „ლჯ და კომპანია – დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ ქონების გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება ნარკომანიით დაავადებულ პირთა სავალდებულო მკურნალობის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს.
გამოსასყიდი ქონების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 8,008,410 ლარს. ქონების გამოსყიდვას “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ უზრუნველყოფს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მართვაშია.
ობიექტი მოიცავს
უძრავი ქონება: ქუთაისში, ჩხობაძის ქ. №20-ში მდებარე 11,876 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 4 შენობა-ნაგებობა. ღირებულება – 6,319,000 ლარი.
მოძრავი ქონება: შენობებში არსებული სამედიცინო და საოფისე ინვენტარი, მათ შორის საწოლები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო მოწყობილობები და ტექნიკა. ღირებულება – არაუმეტეს 1,689,410.1 ლარი.
განკარგულების შესრულების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს არაუმეტეს 8 მილიონ 158 ათას ლარს, საიდანაც:
8.008 მლნ ლარი მიმართული იქნება ქონების შესაძენად;
150 ათასი ლარი — ობიექტის დამატებითი აღჭურვისა და რეაბილიტაციისთვის, რაც საჭიროა სავალდებულო მკურნალობის ფუნქციის სრულფასოვანი განხორციელებისთვის.
დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
სიახლეები
- ,,უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს"- ფიცო
- თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამაკაცის ვინაობა ცნობილია
- 12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა