იმერეთსა და რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში,
გურიაში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის
უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა თიანეთის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის,
ოზურგეთის, ცაგერის, ხარაგაულის, ჭიათურისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 20 ერთეული ხე-
მცენარე, 33 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე
მერქანი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა
დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით სამართალდარღვევათა
შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ
პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ
შეტყობინებებზეც მყისიერ რეაგირებას ახდენენ.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად
იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. პარალელურად, კიდევ უფრო გამკაცრდა
სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო
ტყითსარგებლობის ფაქტების კლება შეინიშნება.
სიახლეები
- ,,მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას''- შალვა პაპუაშვილი
- ,,ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში'' - ლევან მაჭავარიანი
- უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
- “სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ როგორ მდგომარეობაში არიან” – პაპუაშვილი გივი თარგამაძის გამოკითხვაზე
- დაშავებულები არ არიან, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი – რა ვითარებაა ტყიბულში, სადაც მეწყერი ჩამოწვა