დღეს, საქართველოს უნივერსიტეტი ქუთაისში მდებარე იმერეთის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკას გახსნის
დღეს, საქართველოს უნივერსიტეტი ქუთაისში მდებარე, იმერეთის რეგიონულ ოფისში, ბიბლიოთეკას გახსნის.
ეს არის კიდევ ერთი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც იმერეთის რეგიონულ ოფისში სამკითხველო სივრცე მოეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით საგანმანათლებლო ბენეფიტს მიიღებს.
ბიბლიოთეკაში, ძირითადად, წარმოდგენილი იქნება პროფესიული ლიტერატურა, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. დაინტერესებული პირები გაიღრმავებენ ზოგად თუ პროფესიულ განათლებას და გაეცნობიან თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოებს, ასევე წიგნებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში ხელს შეუწყობს.
გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშვო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას.
თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით ბიბლუსს და საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობას.
პ.ს. საქართველოს უნივერსიტეტი, მუდმივად ცდილობს იყოს პასუხისმგებლობის მქონე კორპორაციული მოქალაქე და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტის ლობისტია.
დრო: 15:00 სთ
ადგილი: ქუთაისი, თამარ მეფის 60
სიახლეები
- "შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი და გახდა ყველა კოლექტიური მურთაზ ზოდელავა" - შალვა პაპუაშვილი
- "ვინც სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს ამუნათებს, ცდილობს, დაფაროს თავისი სიმხდალე" - მიხეილ სააკაშვილი
- "კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა დესტრუქციულ ქმედებებში" - გიორგი შარაშიძე
- ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.45%, იაგო ხვიჩიამ 7.52%
- "მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება - დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას" - ბიძინა ივანიშვილი