ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი, ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას,”- განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
რეკომენდაციის შესაბამისად, ქუთაისის მერიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუშაობის დისტანციური რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. ამ რეჟიმით იმუშავებს აუდიტის, არქიტექტურის, საფინანსო , ეკონომიკის და სამხედრო სამსახურები.
ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის , ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები, რომელთა თანამშრომლები მორიგეობით შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რათა ხელი არ შეეშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას.
სიახლეები
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან