ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს საკვებს სახლში მიუტანენ
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით „მადლიერების სახლის“ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ბენეფიციარებს სახლებში მოხალისეეები მიაკითხავენ და საკვებს მიუტანენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემული იქნა რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის.
ამ რეკომენდაციის შესაბამისად, ქუთაისის მერიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ „მადლიერების სახლის“ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ბენეფიციარებს სახლებში მიუტანონ საკვები. პროცესში ჩართული არიან ქალაქის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და 80 მოხალისე.
„ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური თვითიზოლაცია კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მათი, ვინც რისკის ზონაშია- 70 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ , რომ 70 წელს გადაცილებული ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლებში, ხოლო ჩვენი სტრუქტურები იმუშავებენ იმაზე, რომ ამ ადამიანებს სახლებში მივაწოდოთ პროდუქტი, მედიკამენტები და სხვა ტიპის მომსახურება.“ - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. საკვებთან ერთად, ამ ადამიანებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც უსაფრთხოების რეკომენდაციებია მოცემული.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა