"კორონავირუსის გამო თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ზომების გამკაცრება არ იგეგმება, რადგან ყველა კონტაქტი ვიცით და გეგმაზომიერად ვმოქმედებთ"
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მცხოვრებ ორ ადამიანს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა და ისინი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, იმერეთის რეგიონში საერთო ჯამში 22 ინფიცირრებული პაციენტია, 3 კი - გამოჯანმრთელებული.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კოვიდ-19 კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა და ისინი უკვე ინფექციურში გადავიყვანეთ. პირველი ინფიცირებულის შემთხვევაში პირველწყარო ნაპოვნი არ გვქონდა და ამ ორი შემთხვევის შედეგად შეგვიძლია თქვათ, რომ უკვე ვადგავართ პირველწყაროს მოკვლევის საკითხს. თერჯოლაში კიდევ, ხელმეორედ მიმდინარეობს თერმოსკრინიგი, მოკვლევა და სიტუაციის გამოძიება. გვყავს უკვე პირდაპირი კონტაქტები, რომლებზეც უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ასეთი არის რვა ადამიანი. მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ზომების გამკაცრება არ იგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა კონტაქტი ვიცით და გეგმაზომიერად ვმოქმედებთ“,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
რაც შეეხება ვანის მუნიციპალიტეტს, შალამბერიძის თქმით, ვანში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო, რომელიც გადაამოწმეს და არც ერთ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„ვანის მუნიციპალიტეტში დღეს ვასრულებთ თერმოსკრინინგს. რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო, რომელიც გადავამოწმეთ და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ჯამში, გუშინდელი მონაცემებით, 21 000 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვანში ახალი შემთხვევები არ გვაქვს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც თავიდან იყო დადასტურებული“,-აღნიშნა შალამბერიძემ.
სიახლეები
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით
- საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი