ქუთაისში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლების თქმით, მათ ხმაური გაიგეს და ამიტომ პოლიცია გამოიძახეს. მათივე თქმით, ქალს ყელის არეში ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენეს.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც იმყოფებიან.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი