ახმეტაში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს
ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია.
შემთხვევა გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მოხდა.
ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი "ქართული ოცნების" ყოფილი მაჟორიტარი ზვიადაური ამჟამად ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ზურაბ ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში ოქროს მედალი მოიგო. მოგვიანებით ის პოლიტიკაში წავიდა და 2012 წელს ქართული ოცნებიდან ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი