ჭიათურის მუნიციპალიტეტში ნაქალაქარი აღმოაჩინეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაქალაქარი აღმოაჩინეს.
არქეოლოგების თქმით, მსგავსი ქალაქის ტიპის დასახლება იმერეთის მასშტაბით პრაქტიკულად არ გვხვდება. გათხრების შედეგად აღმოჩენილია, უნიკალური მარანი ათი ქვევრით, ნაგებობის კედლები, კერამიკის ნიშნები, მათ შორის მოხატული კერამიკა და ლითონის ნივთები.
მეცნიერების თქმით, აღმოჩენა მე-11 -12 საუკუნეებს ეკუთვნის.
ჭიათურის მერის გივი მოდებაძის ცნობით, სოფელ ითხვისში აღმოჩენილი ნივთები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი