სვანეთში დაკარგულ 13 წლის ბიჭს მეცხრე დღეა ეძებენ
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაკარგულ ილია ფილფანს მეცხრე დღეა ეძებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში პროცესში 80 მეხანძრე-მაშველია ჩართული.
არასრულწლოვანს ეძებენ ვერტმფრენითა და დრონითაც. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც.
გუშინ საქართველოში ჩამოვიდა ილია ფილფანის დედა. როგორც ქსენია ფილფანმა განაცხადა, ილიას ოჯახის წევრებთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა ეს არ იყო იმდენად სერიოზული, რომ მისი გაქცევის საფუძველი გამხდარიყო.
13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი