ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის წარდგენაზე ბორში მიიტანეს
ქუთაისში, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ საარჩევნო სიის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე „ბორში“ მიიტანეს და პარტიის პოლიტიკა გააპროტესტეს.
სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ ცენტრალურ მოედანზე „ბორში“ "პატრიოტების" მხარდამჭერებისთვის მიიტანა.
მისი თქმით, მათ ძალიან უყვართ რუსეთი და რუსული „ბორში“. აკაკი საღინაძის განცხადებით, პარტია რუსული ფულით ფინანსდება, რაც საქართველოს ღალატი და შეურაცხყოფაა.
,,შემთხვევით გავიგეთ, რომ ,,პატრიოტთა ალიანსს" აქცია აქვს ქუთაისში. ისინი ქადაგებენ ძალადობას, ფინანსდებიან რუსული ფულით, ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის მხარდაჭერა. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ამ ფორმით ვაპროტესტებ ამას და პრორუს აქტივისტებს ვთავაზობ რუსულ ბორშს", - განაცხადა FirstNews.ge-სთან საუბარში სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება