ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით, ფორუმი გაიმართა.
მონაწილეებმა ადგილობრივ თვითმმართველობას სოციალური, ინფრასტრუქტურული და ახალგაზრდული მიმართულებით სხვადასხვა პროექტები წარუდგინეს.
დამსწრეებმა ღია კენჭისყრით 3 პროექტი გამოავლინეს, რომელიც მერის მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარედგინება.
საბავშვო ბაღებში ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ატრაქციონების მონტაჟი; ფასადების, ტროტუარებისა გარე განათების საკითხები და დამხმარე მეურნეობა - ეს ის პროექტებია, რომელსაც ფორუმის მონაწილეებმა მხარი ღიად დაუჭირეს.
მოსახლეობის ფორუმის მიზანია მოქალაქეებს საშუალება მიეცეთ გამოევლინონ ქალაქში არსებული პრობლემები და შეძლონ მათი გადაჭრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით.
2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებული ვარიანტი 53 მილიონი იქნება.
სიახლეები
- დონალდ ტრამპმა ექვსი თვის ვადით შეაჩერა ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შესვლა, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას აპირებენ
- “მალე მოვა არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ” - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ბრინჯი მექსიკურად
- “ძალიან დამაიმედებელია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები მშვიდობის მნიშვნელობაზე და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე” - ირაკლი კობახიძე
- პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ში ჩასვლა სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდა 19 ქვეყნის მოქალაქეებს