პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ში ჩასვლა სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდა 19 ქვეყნის მოქალაქეებს
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა სრულად შეუზღუდა 12 და ნაწილობრივ 7 ქვეყნის მოქალაქეებს. გადაწყვეტილება ოფიციალურად ამოქმედდება 2025 წლის 9 ივნისიდან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ 4 ივნისს ხელმოწერილ განკარგულებაში შეზღუდვის გადაწყვეტილება დასაბუთებულია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიზნებით.
ტრამპის განკარგულების საფუძველზე აშშ-ში ჩასვლა სრულად აეკრძალათ ავღანეთის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეის, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის, იემენის და მიანმის მოქალაქეებს. განკარგულებაში მიანმა თავისი ძველი სახელით, ბირმითაა მოხსენიებული.
ნაწილობრივი შეზღუდვა ვრცელდება ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთის და ვენესუელის მოქალაქეებზე. ისინი ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს, თუმცა შენარჩუნებული აქვთ სამუშაო ვიზის ან ამერიკელ ნათესავებთან შეერთების მიზნით ვიზის მიღების უფლება.
სიახლეები
- „ეს მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებაა“ - „ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებაზე
- ტელეწამყვანი ვახო სანაია სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს
- “მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და კითხვებს სვამენ პეტერ ფიშერის იმ არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც აშფოთებს ქართულ საზოგადოებას” - ეკა სეფაშვილი
- “ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის ისეთი ვიდეოს დაფინანსება, რომელიც აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ხელს უწყობს პოლარიზაციას” - ეკა სეფაშვილი
- გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია