ბაღდათში, ტყეში გაჩენილი ხანძრის დასახლებულ ტერიტორიებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს
ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე 200 მეხანძრე მაშველი მუშაობს. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. მეხანძრე-მაშველები ვარაუდობენ, რომ ცეხლის ლოკალიზება დღეს მოხერხდება.
სიახლეები
- თიანეთში, ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- როგორი ამინდი იქნება 24 მაისის ჩათვლით | გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
- პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება
- იტალიაში, მაღაზიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- პაკისტანში, სასკოლო ავტობუსზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 4 ბავშვი დაიღუპა | არიან დაშავებულებიც