თიანეთში, ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა:
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სიახლეები
- ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა
- ,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული – ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა"- გიორგი ვოლსკი
- ,,თავისი არსით მათი თავდაცვა მარხილში შებმული ორი ძაღლია"- დონალდ ტრამპი
- ღარიბაშვილი უკვე ციხეშია - 5-წლიანი პატიმრობა და ₾1 მილიონი ჯარიმა
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით
