პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა „პისიარ“-ტესტი, რომლის შედეგად, დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ტეგები:
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან