"ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
„გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ეს არ არის პირველი ტესტირება. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება ყოველ სამ დღეში ერთხელ და „პისიარ“ ტესტი პერიოდულად კეთდება, პირველი არ არის.
ინტერესი ალბათ იმიტომ არის, რომ გამოვლინდა მდივან-რეფერენტის კოვიდინფიცირება. ყველა ტესტზე პასუხი არის უარყოფითი, მათ შორის უწმინდესი და უნეტარესის პასუხიც არის უარყოფითი. ასე რომ, ყველანი ჯანმრთელად არიან, იზოლაციაში არის მხოლოდ ქალბატონი შორენა.
ზოგადად, ვინც საპატრიარქოში ცხოვრობს, თუ მუშაობს, ყველას ჩაუტარდა ტესტირება“,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან