მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ როგორც საკუთარი შვილი, ვლოცულობთ მისთვის - ილია მეორე
მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ როგორც საკუთარი შვილი, ვლოცულობთ მისთვის და სხვა შეცდომილი მოძღვრებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„მირქმა ეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმისა. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა. ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ძალას, მოთმინებას, სიყვარულს, რომ დავძლიოთ ეს განსაცდელი. თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალაც ეძლევა. მადლი ეძლევა. მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, გონებაში და მეუფე პეტრე თუ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება. უძღები შვილის მამა დადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს. ასე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ყველას გილოცავთ დღესასწაულს. ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესთვის და სხვა შეცდომილი მოძღვრებისთვის. წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ“,- განაცხადა პატრიარქმა.
სიახლეები
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"
- სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი - რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად
- "განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს" - ირაკლი კობახიძე
- "წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს" - მეუფე შიო
- პოლიციამ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა