ჭყონდიდის ეპარქია მიმართვას ავრცელებს
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჭყონდიდის ეპარქია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
"ყველას გილოცავთ მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულს!
ჭყონდიდის ეპარქიაში, სოფელ სალხინოში, მრავალ მომლოცველს ველოდებით. ბოლო დღეებში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, მცირე მიზეზიც კი შესაძლოა რაიმე პროვოკაციის საბაბად იქცეს და გვინდა ერთგვარი წინდახედულობისკენ და ქრისტიანული სიბრძნის გამოჩენისაკენ მოგიწოდოთ.
პატივისცემითა და სიყვარულით მოგმართავთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სულიერი სიფხიზლე, რომ რაიმე შემთხვევითობამ, ან პროვოკაციამ ჩრდილი არ მიაყენოს ამ დიდ დღესასწაულს და ერთად, ღირსეულად, სიმშვიდით და ზეიმით აღვნიშნოთ იერუსალიმში დიდებით შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან