"როდესაც მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განსაცდელის ჟამს, იგი ისმენს ჩვენს ლოცვებს, შეივედრებს და გვეხმარება"
„ჩვენ გვაქვს ეს საოცარი გამოცდილება, როდესაც მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელის ჟამს. იგი ისმენს ჩვენს ლოცვებს, შეივედრებს და გვეხმარება ჩვენ", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბრძანა.
მისივე თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა, როგორც არასდროს, ამ დღეს ვგრძნობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიახლოვეს და მფარველობას.
"გილოცავთ დღევანდელ დღეს. მარიამობის დიდებულ დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა. დღეს განსაკუთრებული დღე გახლავთ, როგორც არასდროს, ამ დღეს ვგრძნობთ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიახლოვეს, მის მფარველობას. როგორც დღევანდელი დღის ტროპარშია ნათქვამი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი არ დაუტევა. დღეს განსაკუთრებით ვგრძნობთ, რომ მან სოფელი ესე არ დაუტევა. არ მიგვატოვა ჩვენ, ჩვენთან არის იგი. რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველებს, კიდევ გვაქვს ეს ნუგეში, განსაკუთრებული სიხარული, რომ მან იწილხვედრა ჩვენი ქვეყანა. ამით გამოავლინა განსაკუთრებული მფარველობა ჩვენი ერის მიმართ. ჩვენ გვაქვს ეს საოცარი გამოცდილება, როდესაც მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელების ჟამს. იგი ისმენს ჩვენს ლოცვებს, შეივედრებს ჩვენს ლოცვებს და გვეხმარება ჩვენ",- აღნიშნავს მეუფე შიო.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა