"უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები“
საპატრიარქო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მოქალაქეთა გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა