საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება და 10:00 საათზე დაიწყება.
“უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან. წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.
ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია”, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა