"ჩვენი ერი მიუხედავად მრავალი დაცემისა და შეცდომისა, საუფლო გზით ყოველთვის დადიოდა"
ჩვენი ერიც და ყოველი ადამიანიც უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს თუ რომელი გზით უნდა იაროს მან. უფალმა კი ამ გზაზე უნდა დააყენოს ადამიანიც და ერიც, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ აღნიშნა.
მისივე თქმით, მიუხედავად მრავალი დაცემისა და შეცდომისა ქართველი ერი საუფლო გზით ყოველთვის დადიოდა.
„დღეს ჩვენი ქვეყნის, ისტორიისა და ეკლესიისთვის ასეთ გამორჩეულ დღეს, ჩვენ ერზე ვფიქრობთ. ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ, თუ რამ მოიყვანა ჩვენი ერი აქამდე. როგორ გადავრჩით ამდენ ქარტეხილებში. ჩვენი ერიც და ყოველი ადამიანიც უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს თუ რომელი გზით უნდა იაროს მან. უფალმა კი ამ გზაზე უნდა დააყენოს ადამიანიც და ერიც. უფალი იესო ქრისტე პასუხობს თუ რა არის ეს გზა - იგი ამბობს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ჩვენი ერიც მიუხედავად მრავალი დაცემისა და შეცდომისა, საუფლო გზით ყოველთვის დადიოდა და ღმერთიც თავისი მადლით და თავისი სასწაულებით ამ გზას გვინათებდა. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა სარწმუნოებამ, ჩვენ ერი ყოველთვის ამას ინახავდა, ამისთვის იბრძოდა, სიცოცხლეს წირავდა და იმედი გვაქვს, დღესაც ასე გაგრძელდება.
ჩვენს ეპოქაში, ღვთის განსაკუთრებული სიყვარულისა და შეწევნისა, იმისთვის, რომ ჩვენ კვლავაც ამ გზით ვიაროთ, ერთ-ერთი გამოვლინება არის მოვლინება ისეთი ადამიანისა და წინამძღოლისა როგორიც გახლავთ მისი უწმინდესობა კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც, თითქმის, განადგურებაში მყოფი ეკლესია ააღორძინა და აღაშენა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
სიახლეები
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი
- "ლელომ“ ახლა საკრებულოს გამოგლეჯილ მანდატებს უნდა მოუჭიროს და მალე ჩავა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
- "ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ოქტომბრისთვის
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"