მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ტარდება. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.
დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ. მრევლი ღვთიმსახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ.
სიახლეები
- როგორ აისახება აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ ქვეყანაზე - BBC ვრცელ სტატიას ავრცელებს
- "ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, არ უნდა მოვატყუოთ ხალხი" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მარტისთვის
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ, არიან მოღალატეები" - სალომე ზურაბიშვილი