June 9, 2026

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება პირველი სექტემბრის ნაცვლად 20 დეკემბრიდან იქნება სავალდებულო

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება სავალდებულო მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან იქნება. ამ ნორმის ამოქმედება პირველი სექტემბრისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა ვადის ამოქმედების თარიღი იცვლება.
 

პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პირებს, რომლებიც ამჟამად ახორციელებენ არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის დამოწმებასა და ექსპერტიზას, ასევე ტექნიკურ ზედამხედველობას, 2026 წლის 20 დეკემბრამდე შესაძლებლობა მიეცემათ, საქმიანობა არსებული წესით განაგრძონ.

„საჭიროა შეჩერებული სერტიფიცირების მუხლის ამოქმედების გადავადება. ასევე, მიზანშეწონილია შეიცვალოს სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირების მიერ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასების და ტექნიკურ ზედამხედველობის განხორციელების ვადაც. კერძოდ, სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები ტექნიკურ ზედამხედველობას და სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებას აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად, განახორციელებენ 2026 წლის 20 დეკემბრამდე“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

წაკითხვა 68 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 08 2026
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.