"მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა"
ქრისტეს რწმენას შეუძლია, ადამიანი დააყენოს გადარჩენის გზაზე. მიუხედავად მრავალი დაცემის თუ სირთულისა, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო ერთგული ამ გზის ჭეშმარიტების, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ შიომღვიმის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა.
„რა გინდ დაცემული იყოს ადამიანი ზნეობრივად, ქრისტეს რწმენას შეუძლია, მასში გააღვივოს ნაპერწკალი სულიერების, ზნეობრიობის და ადამიანი დააყენოს გადარჩენის გზაზე. დიდი სიხარულია ჩვენთვის შიო მღვიმელის ხსენება, ამ წმინდა მონასტერში წირვა. ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენი ერი მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდა ამ გზით სიარულს. მიუხედავად მრავალი დაცემის თუ სირთულისა, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო ერთგული ამ გზის ჭეშმარიტების, ცხოვრების. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება, რწმენა და ის, რომ დღესაც ჩვენ ვართ ერთგულნი ამ გზის. ამისთვის ვმადლობთ უფალს. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა შიო მესამემ.
სიახლეები
- "ომს ვაბრუნებთ რუსეთში და ეს სრულიად სამართლიანია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს" - გიორგი ვაშაძე
- შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
- "სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 მაისიდან