მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს - შეხვედრამდე სამოთხეში!
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა. „ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ადამიანს ემშვიდობებოდა, ეტყოდა - „შეხვედრამდე სამოთხეში“. აბა ვთქვათ, შეხვედრამდე სამოთხეში!“ - მიმართა ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ეპარქიაში ცოტა ხნის წინ მივიდა. მისი თქმით, სტუმარს ელოდება, რომელსაც უნდა დახვდეს. რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, რჩება თუ არა იგი ეპარქიაში, მეუფე პეტრეს განცხადებით, ამაზე ეპარქიაში მეუფე გრიგოლის ჩასვლის შემდეგ ჩამოყალიბდებიან. მისივე თქმით, მზადაა ეპარქია გადააბაროს.
შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრეს ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიაში მღვდელმთავრად მეუფე გრიგოლი დაინიშნა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გუშინ, წმინდა სინოდმა გადააყენა.
სიახლეები
- “4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი” - ცესკო
- ქუთაისში ბინას 852 დევნილი ოჯახი მიიღებს
- “დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას” - პრემიერი
- იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
- “მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი გაფართოვდა და დამატებით კიდევ სამ ქალაქში – თელავში, ქუთაისსა და გორში ამოქმედდა” - შსს