მეუფე პეტრე არ აკონკრეტებს, თუ სად აპირებს წასვლას
ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) აცხადებს, რომ ის ჭყონდიდის ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში დატოვებს.
ამის შესახებ ყოფილმა მიტროპოლიტმა ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლიც (კაცია) ესწრებოდა.
კითხვაზე, მას შემდეგ დატოვებს თუ არა ის ეპარქიას, რაც კომისია დაასრულებს მუშაობს, მეუფე პეტრემ განცხადა, რომ ის კომისიის მუშაობის დასრულებას არ დაელოდება.
„სამუშაო გეგმა შედგა. ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე და შემდეგ აბაშის. აქ იმყოფება აბაშის წარმომადგენელიც და მარტვილისაც, შესაბამისად. ნდობით აღჭურვილი კომისია გამაგრძობს მუშაობას. მე ეპარქიას დავტოვებ უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ“,- აღნიშნა მეუფემ
.
კითხვაზე სად გეგმავს წასვლას, ყოფილმა მიტროპიტმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა საქართველოში იყოს.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრება მეუფე გრიგოლი (კაცია) და ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა).
სიახლეები
- “როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი მოცლილია, მინდა, კომისიაზე დასწრება შევთავაზო” - წულუკიანი
- ლარის კურსი
- “ბატონო ელჩებო! ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი“ – თეა წულუკიანი
- “თუ მეკითხებით, როგორია ჩვენი პოზიცია, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის” - ლილუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე
- “ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც; ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, “მოლოტოვის კოქტეილი” ერთნაირად წვავს პოლიციელებს” – პაპუაშვილი