კანადის პრემიერი ირანზე თავდასხმებში მონაწილეობაზე - კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ
კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, საჭიროა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დაუყოვნებლივ განმუხტვა.
„ამჟამად საომარი მოქმედებების გაფართოება გვაქვს. ჩვენ ამას ვაღიარებთ. უნდა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. ეს აუცილებელი პირობებია ცეცხლის შეწყვეტისთვის“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა კანბერაში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კითხვაზე, გამორიცხა თუ არა ირანზე თავდასხმებში მონაწილეობა, მარკ კარნიმ უპასუხა: „კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ მონაწილეობას“. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ არსებობს განსხვავება შეტევით და თავდაცვით ქმედებებს შორის.
„ყოველთვის დავიცავთ კანადელებს. ყოველთვის გვერდით დავუდგებით და დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებს, როცა ამის საჭიროება იქნება“, - აღნიშნა მარკ კარნიმ.
ცნობისთვის, მარკ კარნიმ გუშინ განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმები, შესაძლოა, საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამო იყო. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს მცდელობებს, რომლის მიზანია ხელი შეუშალონ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას.
სიახლეები
- ,,ევროკავშირის ელჩის განცხადება აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა"- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყდრის გამორჩევის პროცესი"- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
- „პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო, შემდეგ დაიკარგა, ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია, ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში“ – ანდრია ჯაღმაიძემ
- ,,მათ საკუთარი ამომრჩევლისთვისაც არ შეუძლიათ პერსპექტივის და მომავლის დანახება"- ნინო წილოსანი
- სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
