ევროკავშირის 13 ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ვაქცინის გადაცემას ითხოვს
ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდნენ.
აღნიშნული სახელმწიფოები მოუწოდებენ ევროკავშირს, შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რომლითაც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრ სახელმწიფოებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება გაუადვილდებათ.
"ეს იქნება მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი, რომელსაც პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობები და ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება დააფასებს", - აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს აწერს აღმოსავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოსა და ასევე შვედეთის, დანიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
აღმოსავლეთ პარტნიორების პროგრამის წევრები საქართველოს გარდა არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი