ივნისი 16 2026 წაკითხვა 189 ჯერ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

ივნისი 16 2026 წაკითხვა 91 ჯერ

სიღნაღის, ლაგოდეხისა და სამტრედიის განვითარებისთვის საბაზისო-თემატური გეგმა შემუშავდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოცემული შესაბამისი განკარგულებებიდან ხდება ცნობილი.

ივნისი 13 2026 წაკითხვა 141 ჯერ

თბილისში, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია.

ივნისი 12 2026 წაკითხვა 163 ჯერ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ს. კ. (მისამართი: სენაკი. რუსთაველის ქ. N180), რომელიც კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ახორციელებდა ფრინველების დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

ივნისი 12 2026 წაკითხვა 197 ჯერ

ხვალ, 13 ივნისს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, იმერული ღვინის კლუბ „ცოლიკოურის“ ორგანიზებით  ღვინის ფესტივალი „წითელი და თეთრი“ გაიმართება. 

ივნისი 11 2026 წაკითხვა 163 ჯერ

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინებების თანახმად, თბილისის რამდენიმე მისამართზე მოქალაქეებთან მივიდნენ პირები, რომლებიც კომპანიის ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და აცხადებდნენ, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი მოძველებულია და შეცვლას საჭიროებს.

„მოქალაქეების ინფორმაციით, აღნიშნული პირები მათგან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენასა და პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვდნენ.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები კომპანიის მიერ არ ხორციელდება და აბონენტებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების მოთხოვნა მსგავსი ფორმით არ ხდება, ხოლო ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში მოქალაქეებმა ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადასცენ პირადი მონაცემები უცნობ პირებს და სავარაუდო თაღლითური ქმედებების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ როგორც კომპანიას, ისე სამართალდამცავ ორგანოებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გვერდი 1 სულ 746
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.