"2023 წლამდე ჩაკეტილები ვიყოთ?" - გიორგი ფხაკაძე
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ქართველი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მსოფლიოს კიდევ 3 წელიწადი მოუწევს.
პროფესორი ამბობს, რომ ქვეყანას ახლა გადასარჩენად გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, ერთმანეთის გვერდით დგომა და სამედიცინო პირბადესა და დისტანციაზე მკაცრი რეგულაციები სჭირდება.
"თუ მთელი მსოფლიო არ იქნება ვაქცინირებული, ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მსოფლიო ვერ დაიწყებს მუშაობას ხელახლა. ამას სჭირდება დრო და რესურსი. ჩაკეტილები ვიყოთ 2023 წლამდე? ეს ხომ შეუძლებელია. დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები - ეს ხომ ყველაფერი ასამუშავებელია. ჩვენ ერთი წელიწადი ხომ დავკარგეთ შემოსავალი, ვიკეტებით და ველოდებით. კი არ უნდა ვიკეტებოდეთ, ჩვენ უნდა ვგეგმავდეთ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ვირუსთან," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი