"ბაკურიანში არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა" - ბექა ფერაძე
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაკურიანში საოჯახო ტიპის აპარტამენტების დამსვენებლებს სასტუმროს დატოვება მოსთხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ფერაძე აცხადებს, რომ უწყებამ მხოლოდ კერძო ტიპის აპარტამენტების სტატუსი შეამოწმა და მათ დაჯარიმებას, ან სხვა სახის სანქციას ადგილი არ ჰქონია.
ფერაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საოჯახო ტიპის აპარტამენტებს რეგულაციები არ ეხება.
"ჩვენ ზედამხედველობას ვახორციელებთ არა მხოლოდ ბაკურიანში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იყო ერთ-ერთი გეგმიური მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა ბაკურიანის ტერიტორიაზე. ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი, თუ რამდენად იყვნენ სასტუმროს სტატუსის მატარებელი, თუ ეს იყო ჩვეულებრივი კერძო საცხოვრებელი. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან, მითუმეტეს, ჯარიმაზე არ ყოფილა საუბარი. დადგენილების მიხედვით, აკრძალულია სასტუმრობის ფუნქციონირება და მხოლოდ ამის გადამოწმება მოხდა. არ ყოფილა არავითარი ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება ან სხვა რაიმე ზემოქმედება. თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდებოდა, ეს ალბათ ადვილად იქნებოდა ხელმისაწვდომი მედიისათვის," - განაცხადა ბექა ფერაძემ.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი