"დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა" - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა.
,,14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა!
ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის, მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!", - აღნიშულია პრეზიდენტის განცხადებაში.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა