,,იმედია ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა" - მაკო გომური
მაკო გომური, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, დარბევის დროს თვალი დაკარგა, ამბობს, რომ იმ დღის შემდეგ ახალი ეტაპი დაიწყო.
მისივე თქმით, წელიწადნახევრის წინ, არა მხოლოდ მისი ცხოვრება, მთლიანად ქვეყანა შეიცვალა.
,,ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იქ რომ არ მივსულიყავი და ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ ხოლმე, იმიტომ რომ რაც მოხდა, მოხდა. ერთი ის ვიცი, რომ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, მთლიანად, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასასრული უნდა ჰქონდეს. მერე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. ჯერჯერობით სადღაც შუა გზაში ვართ და იმედია, ბოლოს მაგ სიტყვებს ვიტყვი", - განაცხადა მაკო გომურმა ,,მთავარი არხის" ეთერში.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი